ჯერ არ ხარ ჩვენთან?
 

Tweet.ge უფასო მობილური სერვისია, რომლის მეშვეობითაც ტვიტერის სტატუსების განახლება SMS-ის საშუალებით შეგიძლია.


გაიარე რეგისტრაცია შენი ტვიტერის ანგარიშით

ამისათვის მხოლოდ შენი მობილური ტელეფონის ნომერი და ტვიტერის ანგარიში დაგჭირდება.


გააგზავნე SMS შეტყობინების ტექსტი ნომერზე 897 89 89 89

რამოდენიმე წამში შენს ტვიტერზე შეტყობინება ქართულ ენაზე დაწერილი გამოქვეყნდება.


გააგზავნე ფოტო MMS შეტყობინების საშუალებით ელ.ფოსტის მისამართზე mms@tweet.ge . MMS-ს შეგიძლია სასურველი ტექსტიც დაურთო.

რამოდენიმე წამში გაგზავნილი ფოტოს ბმული ტექსტთან ერთად შენს ტვიტერზე გამოქვეყნდება.
სერვისი უფასოა! შენ მხოლოდ მობილური ოპერატორის მიერ დაწესებულ სტანდარტულ SMS / MMS შეტყობინების საფასურს იხდი.
სიმარტივისათვის, ჩაამატე Tweet.ge-ს სპეციალური ნომერი 897 89 89 89 ტელეფონის კონტაქტებში, რათა ყოველი ახალი შეტყობინების გაგზავნისას ნომრის თავიდან მითითება არ დაგჭირდეს.


თქვენი მობილურის ნომერი: (მაგ: 897123456)

 
 
დარეგისტრირებული მომხმარებლები:
გაგზავნილი ტვიტები:

Tweet.ge-ს ფოტო ტვიტების სერვისიც დაემატა!

ახლა უკვე შეგიძლია შენი მობილურით გადაღებული სურათები პირდაპირ ტვიტერზე გამოაქვეყნო!

ამისათვის საჭიროა დარეგისტრირებული იყო twitter.com-ზე და tweet.ge-ზე.
შემდეგ სასურველი სურათი უნდა გააგზავნო MMS-ის საშუალებით ელ.ფოსტის მისამართზე:

mms@tweet.ge

ფოტოს შეგიძლია სასურველი ტექსტიც დაურთო, რაც შენი ტვიტერის ანგარიშზე ავტომატურად ტვიტის სახით ქართულ ენაზე გამოქვეყნდება.
მობილური ტელეფონი:
ტვიტერი:


tweet.ge მხოლოდ ტვიტერზე პოსტვით არ შემოიფარგლება, შენ შეგიძლია ტვიტერის ანგარიში Facebook-ს, myspace-ს, Skype-ს ან ნებისმიერ ვებ-გვერდს დაუკავშირო. ტვიტერის განახლებისას ყველა ამ სერვისის სტატუსი ავტომატურად განახლდება.

ეწვიე თითოეული სერვისისთვის ქვემოთ მოცემულ ტუტორიალს:

ტვიტერის სიმბოლოებისგან თავისუფალი, მარტივი ტექსტი tweet.ge-დან ავტომატურად ქართულ ენაზე იგზავნება:

მობილური ტელეფონი:
ტვიტერი:
სისტემაში ავტორიზაციის გავლის შემდეგ პარამეტრებიდან შეგიძლია აირჩიო ძირითად ენად ქართული ან ინგლისური.
შენი არჩეული ძირითადი ენისგან განსხვავებულ ენაზე დაწერა შეგიძლია ტექსტის წინ სპეციალური აღმნიშვნელის დართვით:
  (მონიშნულია ქართული ენა)
მობილური ტელეფონი:
ტვიტერი:
  (მონიშნულია ინგლისური ენა)
მობილური ტელეფონი:
ტვიტერი:
თუ გსურს, რომ შეტყობინების რომელიმე კონკრეტული ნაწილი გამოჩნდეს ლათინური ასოებით, ხოლო დანარჩენი - ქართულად, ტექსტის ლათინური ნაწილი უნდა ჩასვა სამკუთხა ფრჩხილებში. იგივე წესი გავრცელდება ინგლისურენოვან ტექსტზე, რომელშიც მხოლოდ კონკრეტული ნაწილი უნდა იყოს ქართული.
იხილეთ მაგალითი:

მობილური ტელეფონი:
ტვიტერი:


სერვისი ავტომატურად აკონვერტირებს ლათინურ სიმბოლოებს ქართულ სიმბოლოებზე. მაგალითად, S→შ c→ც C→ჩ Z→ძ. იმისათვის, რომ შეტყობინებები ორთოგრაფიულად გამართული იყოს, ისარგებლე შემდეგი შესაბამისობის ცხრილით:




Tweet.ge | 2010
დაგვიკავშირდით | უკუკავშირი | FAQ | წესები და პირობები | კონფიდენციალურობის პოლიტიკა
Project by